მიდი-მოდის ერთი რამე,
იქვე კი დგას დღე და ღამე. |
 |
|
|
|
 |
მას წიგნები აბარია,
უხმარი თუ ნახმარია. |
ზოგი ქვისა, ზოგი ხისა,
ნაწილია სახლის ისა, -
ასასვლელი, ჩასასვლელი,
სტუმრისა და მასპინძლისა.
|
 |
|
|
|
 |
ერთი რამე რკინისა,
დარაჯია ბინისა. |
გული იწვის, ტანი დნება,
ცრემლები სდის ნება-ნება.
|
 |
|
|
|
 |
მოყვითალოა, გემო აქვს ტკბილი,
ისე იჭმება, არ უნდა კბილი. |
სწორი და უტყუარია,
თუ განგებ არვინ არია. |
 |
|
|
|
 |
არც ფრთები აქვს, არც ფეხები,
მას ვერც ხელით შეეხები,
მიფრენს, მიჰქრის, არ ჩერდება,
არც კვდება და არც ბერდება. |
არის ცეცხლის მსროლელი,
ერიდება ყოველი. |
 |
|
|
|
 |
სულიერს ბადებს, არა აქვს სული,
თეთრი კანი აქვს და ოქროს გული. |
იარაღია ძველი,
წვერმახვილი და გრძელი. |
 |
|
|
|
 |
ზამთარში - მოკლე,
ზაფხულში - გრძელი,
გამოსაცნობად
არ არის ძნელი. |
არის რამე ტანსაცმელი,
ბრძოლის ველზე ჩასაცმელი,
ვერას აკლებს ტყვია ცხელი
და ვერც ხმალი ბასრი, მჭრელი. |
 |
|
|
|
 |
ვისაც თავში აქვს - კაცად ვარგია,
ვისაც თვალში აქვს - ქვეყნის ბარგია. |
ცეცხლში ნამყოფი, მტკიცე, მაგარი,
საშენ მასალად არის სახმარი. |
 |
|
|
|
 |
მაღლა ამომავალია,
ხან ბურთი, ხან ნამგალია. |