მორის ფოცხიშვილი

მამულო

ისევ შენ და ისევ შენ ხარ, მამულო,
ჩემი ბედი და იღბალი, მამულო,
ვინ ვიყავი, რა ვიყავი,
რწმენის ხე რომ ამიყვავე, მამულო.

პეშვით მარილს მომაწვდიდი, მამულო,
ლაბა ხარის შოლტით მზრდიდი, მამულო,
გუთნის კვალში მედექ ოდით,
გუთნისდედად მომყვებოდი, მამულო.

ვარსკვლავეთში შრიალია მთვარისა,
ხნულებია თუ სიმები ქნარისა,
ვისაც შენი ტრფიალი აქვს,
ხელისგულზე უფლისწულად დავისვამ.

ვინ ვიქნები, რა ვიქნები, მამულო,
სალამურად გაგეთლები, მამულო,
ცეცხლს თუ მიმცეს, არ ვინაღვლებ,
შენს სანთელად ავენთები, მამულო!