უმაძღარა
სკოლისაკენ მამუკას
ჩანთით მიაქვს საჭმელი -
შიგ ჩააწყო ნამცხვარი,
ხაჭაპურის ნაჭერი.
გაახვია ქაღალდში
ერთი ქათმის ბარკალი,
ხილიც არ დაივიწყა -
ვაშლი, მსხალი, კაკალი.
ჩანთაც მამუკასავით
გაიბერა, გასივდა.
- ბიჭო, წიგნი ხომ მიგაქვს? -
ბებომ ჰკითხა ყასიდად.
უმაძღარა შუბლს ისრესს:
- რა ვქნა, ბებო ქეთევან,
ყველაფერი ჩავაწყვე,
წიგნი აღარ ეტევა!