ნ. კოხრეიძე

ვისწავლოთ ანაგრიში

  ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი,
უკვე ვიცი დათვლა,
თუკი ასე ვისწავლი,
მე სკოლაში წავალ.
 

 

ერთი ცხენი ბალახს ძოვს,
მიემატა ერთიც,
აბა, გამოიცანი
რამდენია? - ორი.

ორი ცელქი მელია
ელოდება დაიკოს,
როცა ისიც მოვა,
გახდებიან? - სამი.

 

 

აგერ სამი ფისოა,
ფანჯარაში - ერთი,
სულ რამდენი გამოვიდა?
რამდენი და - ოთხი.

 

ოთხი ლეკვი თამაშობს,
მიემატა ერთი.
აბა, ჩქარა დაითვალე
რამდენია? - ხუთი.

სამი ცელქი მელია
მზეზე წევს და თბებიან,
ორი - წყალში ჩავიდა,
ერთს კი ჩასძინებია.
 
  ოთხი ფისო თამაშობს,
ერთს მოსწყურდა წყალი,
თუკი ერთი წავიდა,
დარჩებოდა - სამი.

 

ხუთი ლეკვი რომ ჰყეფდა,
რატომ არის - ოთხი.
იმიტომ, რომ ყეფისგან
დაიღალა ერთი.

ორი ცხენი ბალახს ძოვს,
შინ წავიდა ერთი.
აბა, გამოიცანი,
დარჩა მხოლოდ - ერთი.
   
  ჩემს საკუთარ თითებზე
შევისწავლე დათვლა,
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
მივუმატოთ ერთიც და
გახდება ხუთი.