ილია სიხარულიძე

არსენა

ჯერ არ იცის არსენამ
მარჯვენა და მარცხენა.
მას რომ ჰკითხოთ, იგი ხომ
უკვე დიდი კაცია:
გუშინ დილით ფისუნია
ცალი ხელით ასწია;
ფეხებზე კი შეხედეთ,
წუღა როგორ აცვია:
მარჯვენაზე - მარცხენა,
მარცხენაზე - მარჯვენა!
ჯერ არ იცის არსენამ
მარჯვენა და მარცხენა!