შოთა ამირანაშვილი

ყურადღებიანი გოგონა

- ვის უგზავნი მაგ წერილს? –
ჰკითხა დედამ ლალის.
- ჩემს ბებიას სოფელში, -
შეანათა თვალი.
- მერე, შვილო, რატომ წერ
აგრე ნელა განა?!
- იმიტომ, რომ ბებიკო
ვერ კითხულობს ჩქარა.