შოთა ამირანაშვილი


დღიური

მამა მოვიდა თუ არა,
წინ შეეგება გელა:
- არ შეგიძლია, მამიკო,
თვალდახუჭული წერა?
- კი შემიძლია, შვილიკო,
სულაც არ არის ძნელი.
- მაშ, აჰა ჩემი დღიური
და მომიწერე ხელი.