შიო მღვიმელი

პატარა მკითხველებს

ჩემო პაწია მერცხლებო,
ჩემი სიცოცხლის სხივებო,
საყვარლად მოჭიკჭიკენო,
თქვენ, ჩემო გულის მძივებო,

მოგესალმებით ტკბილ-კოცნით
ბიძია გულით წრფელითა
და გიძღვნით ყველას სიხარულს,
სიყვარულს უთქმელს ენითა.

1903