საახალწლო
შენ ლამაზო, შენ ტანადო,
კოხტა ნაძვის ხეო!
ათასფერად გაგვინათე
ახალი წლის დღეო.სიმღერებით გესალმებით,
ყური დაგვიგდეო,
იციმციმე, იკისკისე,
დივლი-დალალეო!საჩუქრები დაგვირიგე,
პირი ჩაგვიტკბეო,
თოვლის პაპა, თეთრი პაპა
თან მოგვიყვანეო.მოგვილოცე საყვარელი
ახალი წლის დღეო.
შენ ლამაზო, შენ ტანადო,
კოხტა ნაძვის ხეო!