გილოცავ!
გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.ახალი წელია...
თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება ციდან...
- ცრემლები?!
- ცრემლებზე - ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი -
რამდენიც გინდა...ბავშვებო!
თქვენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე...
მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა...გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი...
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო, -
ესაა ყველაზე დიდი.გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ!1952