გივი ჭიჭინაძე

ორი ფიფქი

- ჰეი, ფიფქო, ვერ გეწევი,
საით მიჰქრი ასე სწრაფად?

- მსურს პაწიებს იმ ტყის ზევით
გავუკეთო თოვლის პაპა.

შენც წამომყევ, ფრთახასხასავ...
- ეჰ, რას შევძლებთ, ძმაო, მარტო?

- ჩვენ გავფრინდეთ და გზადაგზა
სხვა ფიფქებიც მივამატოთ.