ჩემი ბურთი
დიდი არის ჩემი ბურთი,
დიდი ვებერთელა,
ოთხი ციდა მუცელი აქვს,
ჩემი მკლავის ხელა.ხელს დავკრავ და აფრინდება,
გაგორდება - როგორ;
გუშინ თავი გაუტეხა
მეეზოვის გოგოს.ამაგლიჯეს ჩემი ბურთი,
დაახალეს მიწას,
მაგრამ იცით, როგორც გიჟი,
წამოვარდა იმწამს.გადმოგორდა, დაეძგერა
დიდი ფანჯრის მინას
და ზედ ცხვირზე დაასკუპდა
ჩემს ბებიკოს მძინარს.წამოვარდა ჩემი ბებო:
„ქურდი“, „ქურდი“, „ქურდი!..“
ქურდის ნაცვლად ხელში შერჩა
ჩემი კოტხა ბურთი!