გიორგი წერეთელი

პატარა მხატვარი

კოტე ვეფხვსა ხატავს,
ნახატი ჰგავს კატას;
სოკოს ძერწავს გოგა,
ნაძერწი ჰგავს ქოლგას.
მზია დიდ მზეს ქარგავს,
მაგრამ მზეს სულ არ ჰგავს.
- ნუ იდარდებ, კარგო,
ხატონ,
ძერწონ,
ქარგონ...
მაგათ ნამდვილ ნახატს
წლების შემდეგ ვნახავთ.