სიტყვა თქმული ვახტანგ ორბელიანის მიერ
ორთაჭალაში, ტივზესაქართველოში მრავალჯერ თუმცა
სიკვდილის მოდგა ელჩი;
გუგულის კვერცხი
ესოდენ უხვად
ჯერ არ ყოფილა ჩვენში!დოლაბი ბევრი ბრუნავდა თუმცა
ქართველი ხალხის თხემზე;
გუგულის ბარტყი
ესოდენ ურცხვად
არ მოქცეულა დღემდე!მრავალჯერ თუმცა ვაჟკაცთა საფლავს
დედის ათოვდა თმანი;
სიტყვა ქართული
ესოდენ მძაფრად
არ სწყურებია დმანისს!საცაა, გუგულს, ვიცი და ვიცი, -
ბუდე დარჩება მერცხლის...
სირცხვილით იწვის,
სირცხვილიღ იწვის
კრწანისის ველზე ცეცხლი!