მორის ფოცხიშვილი

მთელი საქართველო მღერის

ცა ლაჟვარდებს ფრთებად იქნევს,
მზე იცინის, ჩიტი გალობს, -
მე რომ ვსწავლობ, თურმე იმ ლექსს
მთელი საქართველო სწავლობს.

გზა ჩნდება და გული ღელავს,
მელანს აშრობს კალმის წვერი, -
მე რომ ვმღერი, იმ სიმღერას
მთელი საქართველო მღერის.