* * *
ქართლის ცხოვრება მძიმეა, ეკლიანია სავალი,
ცოტაა ია და ვარდი, დაბრკოლება კი - მრავალი.კაციც ის არის, ვინც ჰპოვა, ჭირთაგან გამოსავალი,
ვინაც თავისად ჩასთვალა ხალხის თავგადასავალი.ქართლის ცხოვრება მძიმეა, ეკლიანია სავალი,
ცოტაა ია და ვარდი, დაბრკოლება კი - მრავალი;წელთა დენაში, ჟამით-ჟამს იღლება, ძალა ელევა,
ღვინოც კი სისხლიანია, მოშორდი, არ დაგელევა!