იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!
ბუმბერაზ ზღვის კიდე,
ცის კიდე,
ომია, ღელვა თუ სიმშვიდე,
იდიდე, იდიდე, იდიდე!იბრძოდე, სჭედავდე თუ მკიდე -
წინაპრებს ჰბაძავდე სიკვდიმდე,
დედაო ქართლისავ, გმირთ ზრდიდე -
იდიდე, იდიდე, იდიდე!მრავალ წელს მუხანათს შიშს ჰგვრიდე,
იმრავლე, იცოცხლე, იმკვიდრე!
ჩანგები გულისკენ მიზიდე,
იდიდე,
სამშობლოვ,
იდიდე!