გალაკტიონ ტაბიძე

გამარჯობა, აფხაზეთო შენი!

გამარჯობა, აფხაზეთო შენი!
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია,

მომენატრა მზე - სინათლის მფენი,
მომენატრა ზღვა, რომელიც შორია.

მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა

გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
მომაგებე მშობლიური გემი,

მომაგებე მშობლიური მიწა,
შენი ძველი მეგობარი მიცან.