ცისა ფერს
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამქვეყნიურს,
სიყრმითგან ვეტრფოდი.და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე – არ ვეტრფო
არ ოდენ ფერსა სხვას.თვალებში მშვენიერს,
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.ფიქრი მე სანატრი
მიმიწევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.მოვკვდები – ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,-
მის მაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას,-
იგიცა შესწიროს
ციაგმა ლურჯსა ცას!1841წ.