საქართველოს ამჟამინდელი გერბი
საგერბო ანუ ჰერალდიკური გამოსახულებები საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა. გერბებს იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყნების, ქალაქების, გვარებისა და ა.შ. განსასხვავებლად. ამისდა მიხედვით, არსებობდა სახელმწიფო, საგვარეულო, სამიწაწყლო და სხვა სახის გერბები.
გერბები გამოისახებოდა დროშებზე, მონეტებზე, ბეჭდებზე, იარაღზე და ა.შ. გერბებზე სხვადასხვა გამოსახულებებს, ანუ ემბლემებს გამოსახავდნენ. ემბლემა არის საგანი ან საგნის გამოსახულება, რომელსაც რაიმე იდეის სიმბოლოდ იყენებენ.
საქართველოში თითქმის ყველა კუთხეს თავისი გერბი ჰქონდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, რომელიც სოციალისტური რეჟიმის დროს გაუქმდა, შემდეგ კი 1990 წელს აღსდგა და 2004 წლამდე იარსება, 1918 წელს შეიქმნა და მასზე გამოსახული იყო თეთრი გიორგი, თავზე მზით, მთვარითა და ვარსკვლავებით. ეს სიმბოლიკა ძველი ქართული თქმულებებიდან არის აღებული.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი
![]() სამეფო კვართიანი (საქართველოსი) |
![]() საქართველოსი |
|
![]() ქართლის |
![]() კახეთის |
![]() იმერეთის |
![]() გურიის |
![]() ოდიშის |
![]() სამცხე-საათაბაგოსი |
![]() აფხაზეთის |
![]() სვანეთის |
![]() რანის |
ტექსტის მოსამზადებლად გამოყენებული ლიტერატურა:
ს. გამსახურდია, ნ. შოშიაშვილი, ზ. ხიდურელი
„საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები“, თბილისი, 1990;